მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპერატორებმა წელს ₾198 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს - როგორ ნაწილდება თანხა კომპანიებზე

62b9a9b729519
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.22 17:27
1815
საქართველოში არსებულმა აბონენტებმა 2022 წლის 4 თვეში მობილურ მომსახურებაში სულ 198 მილიონი ლარი გადაიხადეს. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წინა წელთან შედარებით ეს თანხა 20%-ით მეტია.

ოპერატორებს შორის როგორც აბონენტების რაოდენობით, ასევე ჯამური შემოსავლებით პირველ ადგილზეა “მაგთი”, რომელმაც აბონენტებისგან 96 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიას აპრილის მდგომარეობით 2.16 მილიონი აბონენტი ჰყავდა.

კომპანიების შემოსავლები ასე ნაწილდება:

● მაგთი - 2.16 მილიონო აბონენტი, მიღებული შემოსავალი 96.2 მილიონი ლარი, მატება 26%;
● სილქნეტი - 1.71 მილიონი აბონენტი, მიღებული შემოსავალი 68.2 მილიონი ლარი, მატება 17%;
● ვიონი საქართველო - 1.29 მილიონი აბონენტი, მიღებული შემოსავალი 33.5 მილიონი ლარი, მატება 10%.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ყველაზე მეტს მობილურ სერვისში მაგთის აბონენტები ხარჯავენ. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, აბონენტის მიერ თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი ARPU არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომლითაც კომპანიები ფასდებიან. აპრილის მდგომარეობით ის ასე ნაწილდებოდა:

● მაგთი - საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 11.74 ლარი;
● სილქნეტი - საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 10.94 ლარი;
● ვიონი საქართველო - საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი 6.82 ლარი.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილური ოპერატორები მნიშვნელოვან ტრანსოფრმაციას გადიან, თუკი წარსულში მათი შემოსავლის მთავარი წყარო ხმოვანი მომსახურება იყო, დღეს ისინი შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს მობილური ინტერნეტიდან იღებენ. აპრილში მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი 42%-ით გაზრდილია და 2022 წლის აპრილის თვეში 32 პეტაბაიტი შეადგინა.

სექტორის 52.9-მილიონიანი შემოსავლები აპრილში ასე ნაწილდებოდა:

● მობილური ინტერნეტი - 45%, 23.8 მილიონი ლარი;
● ხმოვანი მომსახურება - 41%, 21.7 მილიონი ლარი;
● სმს - 3%, 1.6 მილიონი ლარი;
● სხვა სერვისები - 11%, 5.8 მილიონი ლარი.

სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ ყველაზე მეტ ინტერნეტს “მაგთის” აბონენტები მოიხმარენ, ყველაზე ნაკლებს კი “ბილაინის”.

უფრო დეტალურად, მაგთის ერთი აბონენტი თვეში 15.1 გიგაბაიტ ინტერნეტს იყენებს, სილქნეტის 8 გიგაბაიტს, ვიონის კი 6 გიგაბაიტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები