განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მათი ნათქვამიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამით მან გაიმეორა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ იმ ადამიანებს, ვინც პროდასავლურ პროტესტში არიან ჩართულნი, მათ შორის საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს, წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ.
"ვეთანხმები რომ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების ნაწილს მმართველი პარტიის გაკეთებული განცხადებების წაკითხულის შინაარსის გააზრება შეგნებულად ან შეუგნებლად უჭირს. ან სპეციალურად აკეთებენ. ის ინფორმაცია, რასაც მმართველი ძალა ავრცელებს ხშირად სწორად არ აღიქმება. ეს ახლა შეგნებულად ხდება თუ უნებლიეთ ზუსტად არ ვიცი", - ამბობს წულაძე.
BMG-ის ჟურნალისტის კითხვაზე "ქართულ ოცნების" მომხრეებს წაკითხულის გააზრებაში უკეთესი შედეგი აქვთ, ამაზე მინისტრი პასუხობს, რომ საკუთარი სათქმელი უკვე თქვა.
2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გაჩერებაზე "ქართული ოცნების" განცხადებას ასობით საჯარო მოხელე გაემიჯნა სხვადასხვა უწყებიდან.