გლობალური გაურკვევლობის ზრდასთან ერთად, ოქროს სტრატეგიული როლი ცენტრალური ბანკების რეზერვულ პორტფელებში, სავარაუდოდ, კვლავ შენარჩუნდება. ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
ცენტრალური ბანკების აქტივობა კვლავ რჩება მოთხოვნის მნიშვნელოვან მამოძრავებლად. მსოფლიო ოქროს საბჭოს უახლესი მონაცემების მიხედვით, გლობალური ოფიციალური სექტორის წმინდა შესყიდვებმა აპრილში 12 ტონა შეადგინა – რაც მარტთან შედარებით 12%-ით ნაკლებია და მკვეთრად ჩამორჩება ბოლო 12 თვის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 28 ტონას შეადგენს. ეს ზედიზედ მეორე თვეა, როდესაც შენაძენების მასშტაბი მცირდება. მიუხედავად შენელებისა, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ფასების მაღალ დონეს, ცენტრალური ბანკები კვლავ რჩებიან წმინდა მყიდველებად, რაც რეზერვების დივერსიფიკაციის მდგრად ტენდენციაზე მიუთითებს.
სამომავლოდ, მიუხედავად შესყიდვების ტემპის შემცირებისა, მაკროეკონომიკური გარემო, რომელიც ხასიათდება ინფლაციის გაზრდილი რისკებით, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციით და დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობებით, მიანიშნებს, რომ ცენტრალური ბანკების მხრიდან მხარდაჭერა ოქროს მიმართ გაგრძელდება. კერძოდ, გლობალური გაურკვევლობის ზრდასთან ერთად, ოქროს სტრატეგიული როლი ცენტრალური ბანკების რეზერვულ პორტფელებში, სავარაუდოდ, კვლავ მტკიცედ შენარჩუნდება. დღეის მდგომარეობით ოქროზე ფასი მცირედით თითქმის 2%-ით 3302 დოლარამდეა შემცირებული.




























