საერთაშორისო ბირჟაზე ვერცხლის ფასი მკვეთრად იზრდება და ამჟამად კილოგრამი მეტალის ღირებულება 1,173 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 6%-ით, ერთ თვეში 12%-ით, ხოლო ერთწლიან პერიოდში 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
TBC Capital-ის შეფასებით, ვერცხლის ფასის ზრდის დინამიკამ, მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, ოქროს გადაუსწროს, რადგან მისი ღირებულება ერთ თვეში მხოლოდ 3%-ით არის გაზრდილი, ანუ საქმე გვაქვს 9 პპ-იან სხვაობასთან.
მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ წინა წელთან შედარებით ოქროს მაინც უკეთესი შედეგი აქვს, რადგან ის 44%-ით არის გაძვირებული. შედარებისთვის, 1 კგ ოქროს ფასი ბირჟაზე 107,000 დოლარს აღწევს, ხოლო უნცია მეტალი ამჟამად 3,330 დოლარად ივაჭრება.