მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა - რამდენით გაიზარდა ფასი 10 თვეში?

ბათუმი ბინები

2023 წლის ოქტომბერში ბათუმში 1,247 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 26%-ით ნაკლები მაჩვენებელია, ბაზრის ზომა 20%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. ამის შესახებ Colliers Georgia-ს მიერ recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

2023 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

„2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ნათქვამია განახლებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები