მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 9%-ით გაიზარდა

6371ee3bd6a8a
შოთა ტყეშელაშვილი
14.11.22 11:31
559
საქსტატმა დღეს ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $449 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტია. 

მთლიანობაში, 2022 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 4.54 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია. 

რაც შეეხება იმპორტს, ოქტომბერში საქართველომ უცხოეთიდან 1.1 მილიარდის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან მიმართებით 20%-ით მეტია. წლის 10 თვეში კი იმპორტის ზომა 10.7 მილიარდს შეადგენდა, რაც წლიურად 33%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 21 ნოემბერს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ცნობილი გახდება, რა კატეგორიის საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ოქტომბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები