მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდულ $5.6 მილიარდამდე გაიზარდა

სებ

ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 175 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვები 37%-ით, ანუ 1.5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

რეზერვების მატება ძირითადად სებ-ის მიერ მსხვილი შესყიდვებით არის განპირობებული. 2025 წლის განმავლობაში სებ-მა უკვე 1.6 მილიარდი დოლარი შეისყიდა (ოქტომბრის დაზუსტებული მონაცემები 25 ნოემბერს გამოქვეყნდება). კიდევ ერთი ფაქტორი, რაც რეზერვებს ზრდის ოქროს გაძვირებაა. სებ-მა 2024 წლის გაზაფხულზე 7 ტონა ოქრო 500 მილიონ დოლარად იყიდა, თუმცა მას შემდეგ ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად აღნიშნული პორტფელი უკვე 920 მილიონი დოლარი ღირს, შესაბამისად ოქროს გაძვირებამ საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 420 მილიონი დოლარით გაზარდა, აქედან მხოლოდ გასულ თვეში ოქროს რეზერვების ღირებულება 43 მილიონი დოლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები