მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში თბილისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობამ პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა - TAV Georgia

6364cde34579f
მარიამ ვარადაშვილი
04.11.22 12:34
515
TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით 67%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მმართველი კომპანიის ცნობით, ოქტომბერში აეროპორტი 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%- ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრების რაოდენობით რეკორდული არა 2019 წელი, არამედ 2018 წელი იყო, როცა აეროპორტი წლიურად ჯამში 3 808 619 მგზავრს მოემსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები