Colliers Georgia-ს განახლებული მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 4,562 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 10.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, ბაზრის ზომა 23.6%-ით, 405 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, 2026 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, 9.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 8.9%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10.1%-ით გაიზარდა.
























