Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი არ გაზრდილა. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 335 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (იგივე, რაც 2022 წლის ოქტომბერში). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.6 მლრდ დოლარი შეადგინა (+25.8% წ/წ)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს.