საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება.
ბორელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ "რუსული კანონის" ამოქმედების შემთხვევაში, ევროკავშირი საპასუხო ზომების შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში, საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებს.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.
„კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ.
ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება“, - წერს ჯოზეფ ბორელი.
On Georgia: the law on foreign influence is not in line with EU values. If the law is enacted, it will impact Georgia's EU path.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 28, 2024
We’ll discuss EU response & take decision at the June #FAC.
October elections will be a test for Georgia's commitment to its EU future.
4/5 pic.twitter.com/H7IvGZXqND