მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ორ თვეში Feasibility study-ს საბოლოო ვერსიას მივიღებთ” - განვითარების რა ეტაპზეა შავი ზღვის კაბელის პროექტის მომზადება?

შავი ზღვის კაბელი

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უმნიშვნელოვანესია მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დივერსიფიცირებულობის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, გარდა ამისა, პროექტი ინვესტიციების უპირველესი გამააქტიურებელია, რადგან  ქვეყანას ექნება დამატებით 1200-1300 მგვტ სიმძლავრის მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპასთან, მსყიდველუნარიან ბაზართან, რაც თავისთავად მისცემს  ადგილობრივ ინვესტორებს საშუალებას გააქტიურდნენ ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისთვის”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ პროექტის განვითარების ეტაპზეც ისაუბრა.

“შავი ზღვის კაბელის ხაზს სატრანზიტო პოტენციალიც ექნება და დამატებითი მოცულობის ფინანსური მოზიდულობები გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განვითარების ამ ეტაპზე, ძალიან ახლოს ვართ Feasibility study-ის, ე.წ. “მიზანშეწონილობის კვლევის” საბოლოო ვერსიის მიღებასთან, რომელიც დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ამის შემდეგ აქტიურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან”, - დასძინა მან ღონისძიებაზე.

ცნობისთვის: შავი ზღვის კაბელი რეკორდულად გრძელი, 1 100 კმ-იანი, 1 000 მეგავატი სიმძლავრის კაბელი იქნება, რომელიც აზერბაიჯანულ ელექტროენერგიას ევროპაში გაიტანს, ერთი თვის წინ რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში ოთხი ქვეყნის რუმინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უნგრეთის წარმომადგენლებმა შავი ზღვის კაბელის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას მოაწერეს ხელი. პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით კვლევა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები