2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთიდან 2.14 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირების მიზეზთა შორისაა მსუბუქი ავტომობილების და ასევე ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირება. სანაცვლოდ გაზრდილია ნავთობის, მედიკამენტების, კომპიუტერების, შავი ლითონებისა და არმატურის იმპორტი.
საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-თებერვალში:
- მსუბუქი ავტომობილები - 258 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 36%;
- ნავთობპროდუქტები - 187 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 18%;
- ბუნებრივი აირი - 127 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 28%;
- მედიკამენტები - 103 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 44%;
- მობილური ტელეფონები - 59 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%;
- არმატურა - 33 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 137%;
- სატვირთო ავტომობილები - 32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 94%;
- კომპიუტერები და მათი ბლოკები - 25 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10%;
- თვითმფრინავები და საფრენი აპარატები - 22 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 470%;
- შავი ლითონის კონსტრუქციები - 19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39%.
რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილზეა თურქეთი $408 მილიონი დოლარის იმპორტით (ზრდა წინა წელთან 25%); მეორე ადგილზეა რუსეთი 313 მილიონი დოლარით (კლება წინა წელთან 7%); მესამეზე კი ჩინეთი $173 მილიონის იმპორტით (ზრდა წინა წელთან 29%).