მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორწლიანი რეკორდული ზრდის შემდეგ, ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა - Galt&Taggart მიზეზებზე

ბათუმი

2022-2023 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ტემპი შენელდა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობით. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. 2025 წლისთვის Galt & Taggart-ი ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას ელის.

ჯამში, მესამე კვარტალში ბათუმში 3 854 სახლი გაიყიდა, რაც 2022-2023 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. წელს ყველაზე მეტი ბინა ახალი ბულვარში გაიყიდა, სადაც მ2 საშუალო ფასი 1 389 დოლარი იყო. გაყიდვების შემცირების მიუხედავად, ფასი მ2-ზე 1 419 დოლარამდეა გაზრდილი.

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში ექვსი სისტემური დეველოპერი გამოკითხეს, რომლებსაც ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროექტები აქვთ. შედეგებზე დაყრდნობით, პირველად
ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში წლიურად 23%-ით შემცირდა.

ორგანიზაციის შეფასებით, შემცირება ადგილობრივებზე და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების კლებას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვები შედარებით ნაკლებად შემცირდა.

2024 წლის 9 თვეში, ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 675.5 მლნ
დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 10%-ით ნაკლებია და ბინების გაყიდვების შემცირების შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები