მსოფლიოში უმსხვილესმა ციფრული აქტივების კორპორაციულმა მფლობელმა, Strategy-მ $370 მილიონის ღირებულების 4,603 ბიტკოინი შეიძინა. კომპანიამ კრიპტოვალუტის აკუმულირება ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველად განახორციელა, რა დროსაც საშუალო შესასყიდმა ფასმა თითო მონეტაზე $80,300 შეადგინა.
Strategy-მ კრიპტოვალუტის შესაძენად საჭირო თანხა MSTR-ის კლასის აქციების დამატებითი ემისიით მოიზიდა. კომპანიამ საბაზრო ფასით 4.53 მილიონზე მეტი აქცია გაყიდა.
საყურადღებოა, რომ ზაფხულის განმავლობაში კომპანია ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. Strategy-მ ივნისის ბოლოს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი $58,500-მდე შემცირდა, საკუთარი პრინციპი „არასდროს გაყიდო ბიტკოინი“ დაარღვია და ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიამ ჯამში $544 მილიონის კრიპტოაქტივი გაასხვისა.
გაყიდვის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელი, მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგია უცვლელია და Strategy ისევ გააგრძელებს ბიტკოინს შესყიდვას.




























