მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შამუგია: „თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით“

ფაროსანა
06.02.24 20:30
1221

"44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„თხილი ათასობით ოჯახის შემოსავლის წყარო და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას 2024 წელსაც განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ასევე მაღალმთიან რეგიონებში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობის სტიმულირება და მხარდაჭერა, რისთვისაც გასულ წელს, სამინისტრომ ახალი პროგრამა დაიწყო. დაფინანსდა 60 ბიზნესიდეა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ოთარ შამუგიამ აგროდაზღვევის პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზიანი 80 მლნ ლარს აღემატება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, რათა პროგრამა უფრო მეტად მორგებული იყოს ფერმერების ინტერესებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები