მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" დღე და ღამე ლანძღავს დასავლეთს, თუმცა ფულს ისევ მათგან სესხულობს" - რას გვიყვება ბიუჯეტი?|ანალიზი

ბესო ნამჩავაძე

ქართული ოცნება“ დღე და ღამე ლანძღავს დასავლეთს, მაგრამ ფულს ისევ მათგან სესხულობს“, - ასე აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული უცხოური დაფინანსების მოცულობას და სტრუქტურას.

31-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი და საშემოსავლო პრიორიტეტები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარმა ეკონომისტმა წელსაც გააანალიზა და მიგნებებზე BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ისაუბრა.

როგორც TI - საქართველო თავის მიმოხილვაში აღნიშნავს, 2026 წელს მისაღები უცხოური გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, მაგრამ 2025 წლისაზე 27 მლნ ლარით მეტია. ევროკავშირის მიმდინარე გრანტები კი, 2025 წლის მსგავსად განულებულია.

ვისგან ელოდება მთავრობა 2026 წელს 86.4 მილიონი ლარის უცხოურ გრანტებს?

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, 2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.9 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება. ახალი 5.1 მლრდ ლარის ვალიდან 1.8 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 3.3 მლრდ - საგარეო ვალზე. აქედან, 1.4 მლრდ ლარის საგარეო ვალი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება.

ვისგან ისესხებს "ოცნების" მთავრობა 2026 წელს საგარეო კრედიტებს?

2026 წლის წლის ბიუჯეტის თანახმად, კრედიტორებს შორის აზიის განვითარების ბანკი (ADB) ლიდერობს, რომლისგანაც მისაღები თანხები მომდევნო წელს 500 მილიონ ლარს აჭარბებს. მეორე პოზიციაზეა მსოფლიო ბანკი, ასევე მნიშვნელოვან თანხებს მიიღებს მთავრობა KFW-სგან, EIB-დან და EBRD-ისგან.

ფაქტია, რომ მთავრობა ახალი საგარეო ვალების აღებას, ძირითადად, დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან და მთავრობებისგან გეგმავს... კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, თურმე გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა, აყვავება, ევროპაში კი, კრიზისიაო მაგრამ ისინი კი არ მოდიან ჩვენთან ფულის სასესხებლად, ჩვენ მივდივართ და მათგან ვსესხულობთ ფულს... ამდენად, „ოცნების“ რიტორიკა „არ ლაგდება“, მაგრამ საჭიროა, ადამიანებს სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ და ნამდვილი ფაქტები რაღაცნაირად დაუკავშირონ ერთმანეთს“, - აცხადებს ბესო ნამჩავაძე და თავისი შეფასების ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითად სებ-ის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტი მოჰყავს.

საქმე ის არის, რომ 2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოების ფარგლებში, ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი JP MORGAN, Société General, CITI და ICBC ორგანიზებით, ნიუ-იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიას შეხვდნენ.

წერტილთან“ ინტერვიუში გადაცემის წამყვანმა ეკონომისტს სთხოვა, საზოგადოებისთვის აეხსნა, „ოცნების“ ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის პირობებში, რაზე მიანიშნებს დასავლური ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების დამოკიდებულება.

ბესო ნამჩავაძე განმარტავს, რომ დასავლეთმა მართლაც შეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასთან მიმართებით და ამის მაგალითია სხვადასხვა შეწყვეტილი დონორული დაფინანსება, მათ შორის ევროკავშირიდან გრანტების განულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულ გაჩერებას.

TI-ს მთავარი ეკონომისტის შეფასებით, დასავლეთის დონორები იყენებენ დიფერენცირებულ მიდგომას - ისინი წყვეტენ იმ გრანტებსა და დახმარებებს, რომლებიც პირდაპირ აძლიერებს მმართველ გუნდს ან მიბმულია კონკრეტულ რეფორმებზე, რაც არ ტარდება, თუმცა აგრძელებენ იმ ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.

ესენია: წყალმომარაგების და კანალიზაციის პროექტები, ენერგეტიკული პროექტები და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საჭირო კრედიტები და ა.შ.

- საერთაშორისო დონორების დამოკიდებულება ჰგავს ევროკავშირის ქცევას, როცა კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მისცეს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას რეკომენდაციები შესრულებული არ ჰქონდა?

- დიახ, დაახლოებით, ამ ჭრილში შეიძლება გავიყვანოთ... ისევე როგორც უვიზო რეჟიმის საკითხი - მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა არსებობს, მაგრამ ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა...

2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია - რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები