მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პარლამენტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელსაც სისხლის სამართლის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში “პროცესუუნარობის” ცნება შემოაქვს.

ორგანიზაციის თანახმად, არსებული ცვლილებები, მისი შინაარსის გათვალისწინებით, უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (შემდგომში - “კონვენცია”) დანაწესებს. იგი სრულიად უსვამს ხაზს წლების წინ მიმდინარე ქმედუნარიანობის რეფორმას, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, შშმ პირთა უფლებების დაცვის ნაწილში ქვეყანაში ერთადერთ ძირეულ ცვლილებას წარმოადგენდა.

"ახალი რეგულაციებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის საფუძველზე პირი ავტომატურად შეიძლება გამოცხადდეს „პროცესუუნაროდ“, რაც გამორიცხავს ინდივიდუალურ მიდგომას და ზრდის იძულებითი ღონისძიებების გამოყენების რისკს - მათ შორის, იძულებით სტაციონირებასა და მკურნალობას.

საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, მიღებული ცვლილებები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების სრულ ობიექტივიზაციას იწვევს და ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკან ხევს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და მათ წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში მხარდაჭერისა და დახმარების მზაობას გამოვთქვამთ",- აღნიშნავენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები