მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნება“ ივანიშვილი-მაკრონის საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთი

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ დამატებით ინფორმაციას მას შემდეგ ავრცელებს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა.

მმართველ პარტიაში ადასტურებენ ფაქტს, რომ ემანუელ მაკრონმა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი წამოაყენა, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მას ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შესახებ გათავისუფლების დეტალები განუმარტა. ბიძინა ივანიშვილმა მაკრონს ისიც უთხრა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა“.

„დამატებითი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ:

საუბრის თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს.

ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, - ნათქვამია „ოცნების“ დამატებით ინფორმაციაში.

ქართული ოცნება: ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა... ინიციატორი ემანუელ მაკრონი იყო

მაკრონმა ივანიშვილთან საუბარში მოითხოვა დაკავებულთა გათავისუფლება და განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროპული გზიდან გადაუხვია - მაკრონის პრესსამსახური

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები