მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ოცნება: ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა... ინიციატორი ემანუელ მაკრონი იყო

ივანიშვილი

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა. ქართული ოცნების ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონის ინიციატივით შედგა და 1 საათს გაგრძელდა.

"საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა", - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 8 დეკემბერს შეხვდა. ის ასევე შეხვდა დონალდ ტრამპს. სალომე ზურაბიშვილის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით: "სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები