მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს

პაპუაშვილი

„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

"ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები და ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“,- თქვა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები