მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის განსახილველად და მიმდინარე კვირას დასამტკიცებლად მზადაა - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მთავრობაში პრემიერ კობახიძის მიერ დღეს დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს მიესალმება.

როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი მზადაა განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და მიმდინარე კვირას დაამტკიცოს.

"რა თქმა უნდა, მივესალმები ამ სამივე საკადრო გადაწყვეტილებას და ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში არიან წინა ხაზზე გააძლიერებენ როგორც თავად სამინისტროებს, ისე ამ მიმართულებებს. მინდა მივულოცო ნომინირება, პარლამენტი მზადაა განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და მიმდინარე კვირას დაამტკიცოს ახალი მთავრობა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მორიგი მინისტრი დავით სონღულაშვილი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები