მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია

გიორგი გვარაკიძე

"ოცნების" პარლამენტმა დღეს, 24 ივნისს გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია.

გვარაკიძე ამ დრომდე საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო. ის პოსტზე დაინიშნა, რაც რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. გვარაკიძე პირველ მოადგილედ და ქვეყნის პირველი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად იმ დღესვე 4 ივნისს დაინიშნა.

გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.

  • იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
  • ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე;
  • თბილისის პროკურორი.

ის ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები