მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ" სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დაიწყო

მთავრობა

"ოცნებამ" პარლამენტში დააინიიცირა კანონპროექტი, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას და რომელიც პროექტის მიხედვით, დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.

კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოების და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას.

შესრულების კონტროლის ხელშეწყობა არ გავრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებების გადაწყვეტილებებზე.

ავტორები ელიან, რომ ეფექტიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, დროულად მოხდება მმართველობის პროცესში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სათანადო ჩართულობა.

"ქართული ოცნების" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დეპარტამენტის შექმნის შედეგად აუდიტის სამსახური არ დაკარგავს ფუნქციას.

"ეს ფუნქცია, არ გულისხმობს მმართველობით ფუნქციაში ჩარევას. ჩვენ, მთავრობის ადმინისტრაციას გვქონდა შესაბამისი კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, რომლის მიერ განხორციელებული აუდიტის მეთოდები, ე.წ. რეალურ დროში აუდიტის უფლებამოსილება მას ისედაც ექნება. მთავრობის მხრიდან ამ უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს, მაკოორდინირებელ, ანუ დამხმარე როლს. რათა შემცირდეს გარკვეული მაკოორდინირებელი გადაცდომები, ან ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ მიიღებოდა, თუ რეალურ დროში მოხდებოდა ადმინისტრირება", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ განმარტებითი ბარათი მიხედვით, დეპარტამენტის შექმნა არ ეფუძნება არავიარ საერთაშორისო პრაქტიკას, უნდა აღნიშნოს, რომ აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციამ "ეფექტიანობის დეპარტამენტი" მოსვლისთანავე შექმნა, თუმცა, გადაწყვეტილება შეიცვალა და 47-ე პრეზიდენტის თქმით, “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ( DOGE)” შეწყვეტს არსებობას, ხოლო ილონ მასკი 130 დღის განმავლობაში დატოვებს თეთრ სახლში დაკავებულ აღნიშნულ თანამდებობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები