მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშემოდგომო სესიაზე მთავრობა 26 კანონპროექტს წარადგენს - ჩამონათვალი

პარლამენტი

საქართველოს მთავრობა საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს 26 კანონპროექტს წარუდგენს, საიდანაც 6 ახალი პროექტია, 20 კი - არსებულ კანონში ცვლილებები.

კანონპროექტების ჩამონათვალი:

  1. გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები - კანონპროექტის მიზანია სათბურის გაზების მონიტორინგის დანერგვა, რაც ამ დროისთვის ქვეყანაში არ ხდება;
  2. რაჭის დაცული ტერიტორიის შექმნის და მართვის შესახებ კანონში ცვლილებები - 2024 წელს რაჭაში, ონსა და ამბროლაურში ბიომრავალფეროვნებისა და სოციალურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა. მთავრობა წერს, რომ კვლევით გამოიკვეთა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების პოტენციალი;
  3. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონში ცვლილებები - კანონპროექტის მიზანი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონთან "სუფთა ჰაერი ყველა ევროპელს" ჰარმონიზებაა.
  4. განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების კანონპროექტი;
  5. "ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში ცვლილებები - აქაც უმთავრესი მიზანი ბუნებრივი წყალბადის მოპოვების სახელმწიფო დონეზე რეგულირებაა. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის სახელმწიფოს სახელით ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის ოპერირების წარმოების უფლების მინიჭების პროცედურები;
  6. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევა (ახალი კანონი)
  7. ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მარაგის სავალდებულო შენახვის შესახებ ახალი კანონი - აღნიშნულის მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად დაწესდება შესაბამისი სუბიექტების უფლება/მოვალეობები და მოხდება პროცედურების გაწერა;
  8. ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები - კანონის მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესება და ახალი სტარტაპების მოზიდვაა;
  9. ადამიანის ხარისხის და მისი კომპონენტების ხარისხის შესახებ კანონში ცვლილებები - თავდაცვის სამინისტროს ბაზაში იფუნქციონირებს დამოუკიდებელი საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, საკუთარი სისხლის ბანკი;
  10. დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები - საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიენიჭება უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში საგამონაკლისო წესით დანიშნოს ატაშე 2 წლის ვადით;
  11. “ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ” ახალი კანონპროექტი - დადგენილების თანახმად, “ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მიღება ხანდაზმულთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და მათი ღირსეულად დაბერების სამართლებრივ გარანტიებს გააჩენს;
  12. მიწის კოდექსი - კანონი მიიღება მიწის რეესტრის სისტემატიზაციისთვის;
  13. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონში ცვლილებები;
  14. დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში ცვლილებები;
  15. თეატრების შესახებ ახალი კანონი - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია თეატრების დაფუძნების, სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების გაუმჯობესებით.
  16. სამინისტრო თვლის, რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ გარკვეული საკითხების სხვაგვარად რეგულირების აუცილებლობა გამოკვეთა;
  17. სახელოვნებო განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი;
  18. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები - კანონი შეეხება კოსმეტიკური საშუალებების რეგულირებას. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული "პასუხისმგებელი პირის". ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები;
  19. სამედიცინო მოწყობილობების შესახებ ახალი კანონი - მთავრობის გეგმის თანახმად, ახალი კანონის პროექტი დაარეგულირებს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობების, მათ შორის, ინ ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების და აქსესუარების ბაზარზე განთავსებასთან, ბაზარზე ხელმისაწვდომობასა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  20. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები - კანონპროექტი დეცენტრალიზაციის გეგმიდან გამომდინარე მომზადდება;
  21. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები - ეს ცვლილებების დეცენტრალიზაციისკენაა მიმართული და მუნიციპალიტეტების მიერ გრანტის მიღების წესს განსაზღვრავს;
  22. "ბიუჯეტის შესახებ კანონი" - იგულისხმება მომავალი წლის ბიუჯეტის ყოველწლიური პროცედურა;
  23. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებები;
  24. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები - პროექტის მიზანი სახელმწიფო საზღვრებთან ავტომობილების რიგის მართვაა;
  25. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ახალი კანონპროექტი - კანონმა იმ არასრულწლოვანთა საკითხი უნდა დაარეგულიროს, რომლებიც ასაკის და სხვა გარემოებების გამო მართლმსაჯულების მიღმა არიან დარჩენილი;
  26. "საერთაშორისო დაცვის შესახებ" კანონი - კანონის მიზანი რეგულაციების გამკაცრებაა იმ პირებისთვის რომლებიც საქართველოში თავშესაფრის სტატუსით ბოროტად სარგებლობენ

მთავრობის საკანონმდებლო გეგმა სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები