მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებას" უნდა ჩინეთის ტიპის ეკონომიკის მიღება - გიორგი ხიშტოვანი

ჩინ

ეკონომისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ "ოცნებას" უნდა ჩინეთის ტიპის ეკონომიკა ჩამოაყალიბოს.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სწორედ ამ მიზნით, ცვლილებები სისტემის გადატვირთვისთვის ხორციელდება.

"ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" დაკავებულის სისტემის სერიოზული გადატვირთვით. "ოცნებას" უნდა ჩინეთის ტიპის ეკონომიკის მიღება, სადაც პარტია იქნება მთავარი აქტორი, დემოკრატიული ინსტიტუტები არ იარსებებს, მმართველობის სისტემა იქნება მორგებული იმ ზრდის მოდელზე, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს. ყველაფერი ამაზე მეტყველებს, მაგალითისთვის ჩინურ სისტემაში, რომელსაც ჩემი ვარაუდით "ოცნება" აპირებს, ბიზნესომბუდსმენის საჭიროება არაა, ბიზნესი ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. ინფორმაცია იყო, ჩვენმა განათლების მინისტრმა ჩინეთთან უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინაო. ესეც ლოგიკური ნაბიჯია, მე ვფიქრობ, "ოცნება" ეცდება, ჩინური განათლების სისტემა მივიღოთ, სადაც დადგენილი იქნება, რისი სწავლება შეიძლება და ვის მიერ",- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები