ქართული აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახდეპში გაკეთებულ განცხადებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ეხმიანება. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში პირველ რეაქციას ის 6 წინადადებაში ატევს.
"პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:
- ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.
- აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.
- რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
- ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.
- გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
- მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.
რა ნაცების ტოპტვინები…", - წერს მამუკა მდინარაძე.