ოპოზიციური პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი აცხადებს, რომ ამერიკის პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ნიშნავს იმას, რომ "ოცნებამ დემოკრატიის საფუძვლები მოშალა. ამის შესახებ პოსტს გიორგი გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"აშშ-ის პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ:„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას.
ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა.
ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად.
საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით", - წერს გახარია.
აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელ X-ზე.