ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი მშპ-ის 6%-იანი ზრდის პროგნოზის გათვალისწინებით დაიგეგმა, რის შედეგადაც მისი ასიგნებების მთლიანი ზომა 27.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც მეორე წარდგენის პროექტთან შედარებით 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა კი 700 მილიონი ლარით, 21.9 მილიონ ლარამდე იზრდება.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:
გადასახადი | 2025 წლის საბოლოო პროექტი (ლარი) | სხვაობა წინა პროექტთან (ლარი) |
დამატებული ღირებულების გადასახადი | 8,059,500,000 | 76,500,000 |
საშემოსავლო გადასახადი | 7,175,500,000 | 193,500,000 |
მოგების გადასახადი | 2,900,000,000 | 170,000,000 |
აქციზი | 2,520,000,000 | 130,000,000 |
იმპორტის გადასახადი | 150,000,000 | 0 |
ბიუჯეტის ხარჯების მიმართულებით კი წინა წარდგენის დოკუმენტთან შედარებით ყველაზე მეტად, 200 მილიონი ლარით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი 130 მილიონი ლარით მოიმატებს, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებების 120 მილიონი ლარით ზრდა იგეგმება. ასევე ცვლილება შევიდა სამინისტროების ჩამონათვალშიც, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაიყო ცალკე კულტურის და ცალკე სპორტის სამინისტროებად. თუკი წინა პროექტით, 2025 წლისთვის გაერთიანებული სამინისტროს დაფინანსება 515 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული, ახლა კი სპორტის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარზე იგეგმება, კულტურის კი 297 მილიონ ლარზე, რაც ჯამურად 596 მილიონ ლარს შეადგენს, ანუ ამ მხრივ მატება 86 მილიონი ლარია.
2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, უწყებების დაფინანსება ასე ნაწილდება:
უწყების სახელი | 2025 წლის პროექტი (ლარი) | ზრდა/კლება წინა პროექტთან (ლარი) |
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 8,820,000,000 | 120,000,000 |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,125,000,000 | -75,000,000 |
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 3,085,000,000 | 200,000,000 |
თავდაცვის სამინისტრო | 1,730,000,000 | 130,000,000 |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,395,000,000 | 45,000,000 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 947,009,000 | -52,991,000 |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 808,100,000 | 63,100,000 |
იუსტიციის სამინისტრო | 442,000,000 | 15,000,000 |
სპორტის სამინისტრო | 298,350,500 | ახალი უწყება |
კულტურის სამინისტრო | 297,649,500 | ახალი უწყება |
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 226,000,000 | 0 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | 215,000,000 | 15,000,000 |
საერთო სასამართლოები | 164,500,000 | 26,000,000 |
ცენტრალური საარჩევნო კომისია | 129,118,000 | 3,770,000 |
ფინანსთა სამინისტრო | 121,000,000 | 0 |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 110,000,000 | 2,000,000 |
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები | 109,328,300 | 5,372,200 |
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101,190,000 | 0 |
პროკურატურა | 70,750,000 | 2,750,000 |
მთავრობის ადმინისტრაცია | 29,000,000 | 0 |
სსიპ – სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი | 28,000,000 | 2,000,000 |
დაზვერვის სამსახური | 25,500,000 | 1,500,000 |
სახელმწიფო აუდიტის სამსახური | 25,279,000 | 1,987,000 |
საპატრიარქო | 25,000,000 | 0 |
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური | 21,500,000 | 2,000,000 |
უზენაესი სასამართლო | 20,800,000 | 2,000,000 |
სპეციალური საგამოძიებო სამსახური | 19,000,000 | 0 |
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 18,000,000 | 2,000,000 |
იურიდიული დახმარების სამსახური | 14,800,000 | 1,100,000 |
ანტიკორუფციული ბიურო | 13,200,000 | 1,700,000 |
იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 12,600,000 | 2,000,000 |
სახალხო დამცველის აპარატი | 10,300,000 | 0 |
პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 10,000,000 | 0 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური | 9,000,000 | 500,000 |
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო | 7,600,000 | 0 |
საკონსტიტუციო სასამართლო | 6,800,000 | 0 |
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | 6,500,000 | 0 |
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 5,800,000 | 200,000 |
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი | 5,100,000 | 0 |
სსიპ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 5,000,000 | 500,000 |
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი | 4,700,000 | 400,000 |
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია | 3,600,000 | 0 |
საჯარო სამსახურის ბიურო | 2,700,000 | 500,000 |
სავაჭრო-სამრეწველო პალატა | 2,300,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში | 1,550,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში | 1,450,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში | 1,450,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში | 1,250,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში | 1,235,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში | 1,220,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში | 1,180,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 1,150,000 | 0 |
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი | 1,150,000 | 0 |
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 1,120,000 | 0 |
ბიზნესომბუდსმენის აპარატი | 950,000 | 0 |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო | 700,000 | 0 |