მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნების“ ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს... მოვუწოდებ ეროვნული დიალოგისკენ - ანა ლიურმანი

ლიურმანი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანი საქართველოში არსებულ ვითარებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

მან ბრიუსელში ჟურნალისტებს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომამდე განუცხადა, რომ "ქართული ოცნების" ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს და მმართველ პარტიას მოუწოდა, ეროვნული დიალოგი დაიწყოს შესაბამის პირებთან.

„საქართველოში შექმნილი ვითარებით ღრმად შეშფოთებული ვარ. მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა ღრმად შემაშფოთებელია და ამიტომ, დღეს ჩვენ ევროპული საბჭოს დასკვნებს განვიხილავთ, სადაც მკაფიოდ ვგმობთ „ქართული ოცნების“ ამ ქმედებებს და ასევე, ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სასტიკ ძალადობასა და მიდგომებზე არიან პასუხისმგებლები. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში ყველა შესაბამის პირთან ეროვნული დიალოგი დაიწყოს, რადგან ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ქმედებები რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსსა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მიზნებს“, - განაცხადა ლიურმანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები