მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა კვიჟინაძე IMF-ის მისიას შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

IMP

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

როგორც bm.ge-ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. საუბარი შეეხო სახელმწიფო საწარმოებთან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ მისიის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დინამიკა გააცნო. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პანდემიის და გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი შედეგი მოიტანა ყველა სექტორში. აღინიშნა, რომ ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, როგორც ფისკალური ისე მაკროეკონომიკური კუთხით.

საქართველოში, მიმდინარე კვირას, მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმურად ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები