მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვაკნინებ, IMF-თან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ორმაგი სტანდარტების კლასიკა იყო - საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე

64888425aa975
ინგა მურუსიძე
13.06.23 19:08
1109
სტატიაში საუბარია:
მე არ ვაკნინებ, სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ძალიან მნიშნველოვანია, ძალიან კარგია და უნდა შევეცადოთ მათთან კარგ ურთიერთობას, მაგრამ ორმაგი სტანდარტების კლასიკა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამეტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სავალუტო ფონდი ფულს არ მოგვცემს და დავიღუპეთო - ამბობენ. სავალუტო ფონდი ეკონომიკაში ფულს არ დებს. სავალუტო ფონდი წინა წლებში აძლევდა ეროვნულ ბანკს სესხს სავალუტო რეზერვების გასაზრდელად და წელს უკვე გამოყოფილია თანხა და არ ვიღებთ. მე არ ვაკნინებ, სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ძალიან მნიშნველოვანია, ძალიან კარგია და უნდა შევეცადოთ მათთან კარგ ურთიერთობას, მაგრამ ორმაგი სტადარტების კლასიკა იყო - სავალუტო ფონდმა ამ კანონზე ცუდი თქვაო და დავიღუპეთო, კი, მაგრამ ფონდი აქამდე რომ ამბობდა ასეთი ბანკი და ქვეყანა არ არისო და ასეთი საუკეთესოები ხართო, იმას რატომ არ ამბობდით? სულ იძახით ეკონომიკა ჩამოგვექცაო, ერთი გეთქვათ, ფონდი კარგს ამბობსო, პროგრამა დაგვიმტკიცეს, ამბობენ, მსოფლიოში არ გვინახავს, ინფლაცია ასე მალე დაბრუნებულიყოსო, ეკონომიკური ზრდა ასეთი დიდიაო..”- თქვა კვიჟინაძემ.

დეპუტატის თქმით, სავალუტო ფონდს არ მოეწონა და არც მას მოსწონს, რაც ხდება, სებ-ის საბჭოს წევრები არ გვყავს, პრეზიდეტის ეს მდგომარეობაა.

“გასაგებია, რომ მუშაობა უნდა გავავრძელოთ, მაგრამ ჩვენ ეროვნულ ბანკს ვერ დავტოვებთ უპატროოდ”, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები