მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაბლო პიკასოს ნახატმა აზიაში ახალი სააუქციონო რეკორდი დაამყარა

1. Picasso Christie's
29.09.25 16:07
4210

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

პაბლო პიკასოს მიერ 1944 წლის მარტში დახატული დორა მაარის პორტრეტი (Buste de femme) Christie’s 26 სექტემბრის აუქციონზე რეკორდულ 25.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Buste de femme 1944
Pablo Picasso

რეკორდი აქამდე პაბლო პიკასოს 1954 წელს შესრულებულ ნამუშევარს ეკუთვნოდა - Femme Accroupie, რომელიც Sotheby’s-ის აუქციონზე 2021 წელს 24.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

პაბლო პიკასოს დორა მაარის ახლად აღმოჩენილი კიდევ ერთი პორტრეტი სააუქციონო დებიუტს მიმდინარე წლის ოქტომბერში ელოდება.

17.3.63
Zao Wou-Ki (Zhao Wuji)

Christie’s-მა ამ აუქციონით ჰონგ-კონგში გახსნილი ახალი ლოკაციის პირველი წელი აღნიშნა. სააუქციონო სახლის პრესცენტრის განცხადებით, აუქციონი საკმაოდ წარმატებული იყო, აუქციონის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი ზაო ვუკის 17.3.63 შთამბეჭდავ 11 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ჯამში, 38 ლოტიდან 35 გაიყიდა, ლოტების ჯამურმა ღირებულებამ კი 72.71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები