მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის ფონზე Lego-ს გაყიდვები $6.98 მილიარდამდე გაიზარდა

6048cb3140e07
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.21 09:45
695
დანიური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego-ს გაყიდვები შარშან 13%-ით გაიზარდა და 6.98 მილიარდი აშშ დოლარი (47.7 მილიარდი დანიური კრონი) შეადგინა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

Lego-ს აღმასრულებელი დირექტორი ნილ კრისტენსენი აცხადებს, რომ პროდუქციის გაყიდვების ზრდა უმეტესად ონლაინ გაყიდვებზე მოდიოდა, რაც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული.

„კორონავირუსმა დააჩქარა იმ მიმართულებების განვითარება, რომელზეც კომპანია ისედაც მუშაობდა. კერძოდ, უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ გაყიდვებით. ასევე, გაიზარდა სათამაშოებზე მოთხოვნა, რადგან ოჯახის წევრები უმეტეს დროს სახლში ატარებდნენ“, - განაცხადა ნილ კრისტენსენმა.

აღსანიშნავია, რომ  2019 წელს Lego-ს გაყიდვები 6%-ით გაიზარდა და მხოლოდ 12.9 მილიარდი დანიური კრონი შეადგინა.

ნილ კრისტენსენი ამბობს, რომ კომპანია Lego-ს დიგიტალიზაციას 2021 წელსაც გააგრძელებს და  აღნიშნული მიმართულებით დამატებითი კადრების დაქირავებასაც აპირებს. Lego-ს 2021 წლის გეგმებში ახალი მაღაზიების გახსნაც შედის. ჯამში, კომპანიის ბრენდული მაღაზიების რაოდენობა 120-ით გაიზრდება, მათ შორის 80 ჩინეთში განთავსდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები