მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში მილიარდერთა სიას კიდევ 573 ადამიანი დაემატა

628bdbcb68611
თამთა ჯიჯავაძე
24.05.22 00:15
911
კორონავირუსის პანდემია მდიდარი ადამიანების ჯიბეებზე პოზიტიურად აისახა. 2020 წლის შემდეგ მილიარდერთა სიას 573 ადამიანი შეუერთდა, ჯამში კი მილიარდერების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 2 668-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, Oxfam-ის კვლევაშია აღნიშნული.

აღნიშნული რიცხვები იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიის დროს ფაქტობრივად, საშუალოდ ყოველ 30 საათში ერთხელ დედამიწას ერთი მილიარდერი ემატებოდა.

გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში მილიარდერების ჯამური ქონება $3.8 ტრილიონით გაიზარდა, რაც 42%-იან ზრდას ნიშნავს და $12.7 ტრილიონი შეადგინა. უმეტესწილად მათი ქონების ზრდა საფონდო ბირჟებზე ზრდამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ Oxfam-ის კვლევა Forbes-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ ნათლად აჩვენებს, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა ბოლო ორ წელიწადში კიდევ უფრო გაღრმავდა. მილიარდერების რაოდენობის მატების პარალელურად, გლობალურად სურსათზე ფასების ზრდის შედეგად, 263 მლნ ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები