საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" დღის წესრიგს იმის მიხედვით არ აწყობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ი სანქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში განაცხადა.
კითხვას, სანქციები იქნება, თუ იქნება მაგრამ ეფექტი არ ექნება, რას ელოდებით? - მან შემდეგნაირად უპასუხა:
"აშშ-სგან ვნახეთ მოსამართლეებზე სანქციებიც და მას მერე ვნახეთ არასერიოზული განცხადებები ჟურნალ-გაზეთებში. ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ამის მიხედვით არ ვაწყობთ. ჩვენ დღის წესრიგს ვაწყობდით, რუსეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ან არ მიიღებდა? ამას ჰქვია შანტაჟის ქვეშ ცხოვრება და ჩვენ შანტაჟის ქვეშ არასოდეს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართველებთან სანქციებზე საუბარი არის რუსული სტილის ქცევა" - შალვა პაპუაშვილი