პარიკების მწარმოებელი კომპანია „პარიკების ოთახი“ თბილისში ფილიალის გაფართოების გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა გვანცა ინასარიძემ განაცხადა. მისი თქმით, გაფართოება აუცილებელი გახდა მომხმარებელზე ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველსაყოფად.
„გაფართოების შედეგად შეგვეძლება ინდივიდუალურად მოვემსახუროთ როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს, ვისაც სურს, რომ პარიკი ან სხვა თმის დანამატი იზოლირებულად სხვების თანდასწრების გარეშე მოირგოს. ახალი სივრცე სრულ სერვისს შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს“, - ამბობს ინასარიძე.
გვანცა ინასარიძემ ისაუბრა კომპანიას საერთაშორისო მიმართულებაზეც. ცოტა ხნის წინ „პარიკების ოთახი“ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც კომპანიამ ახალი მომწოდებლები შეიძინა.
„ჩვენი ვიზიტი ჩინეთში ძალიან მოგებიანი აღმოჩნდა - შევიძინეთ ახალი მოდელები. თუმცა, ამის გარდა, ამ ბაზარზე ვგეგმავთ პარტნიორულ ურთიერთობებს, გაცვლასა და ოპერაციების შემუშავებას. ეს საშუალებას მოგვცემს ნედლეულის შეკვეთები უფრო მოგებიან ტარიფებზე გავაკეთოთ და წარმოება გავაფართოოთ“, - განაცხადა ინასარიძემ.
ინფორმაციისთვის, „პარიკების ოთახი“ ქართულ ბაზარზე მესამე წელია რაც ოპერირებს. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში, მაღაზია კი, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარეობს. კომპანია წარმოებულ პარიკებს ბუნებრივი თმისგან ამზადებს და ამ დროისათვის უკვე 25 ადამიანს ასაქმებს.




























