მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პარიკების ოთახი“ მამაკაცის პარიკების წარმოებას იწყებს

პარიკი

პირველად საქართველოში, ნატურალური თმით, მამაკაცის პარიკების წარმოება დაიწყება. პროექტზე სოციალური საწარმო „პარიკების ოთახი“ მუშაობს. როგორც „ქალების ნარატივში“ საწარმოს დამფუძნებელმა, გვანცა ინასარიძემ განაცხადა, მამაკაცის პარიკები ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდება.

„მამაკაცის ხაზის მიმართულებით პირველები ვიქნებით. გვინდა,ჩვენი წარმოებით ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. ბაზარზე მამაკაცის პარიკები 2024 წლიდან გამოჩნდება, მანამდე კი ჩინეთიდან ველოდებით უახლესი დანადგარების ჩამოსვლას, რომლითაც ჩვენი საწარმო აღიჭურვება და მისი წარმადობაც გაიზრდება,“ - აღნიშნა გვანცა ინასარიძემ

მისივე ინფორმაციით, ქართული წარმოების პარიკები 250 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობს და დამზადებულია ბუნებრივი თმისგან, რაც საშუალებას აძლევთ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას ფასითაც და ხარისხითაც.

„პარიკების ოთახი“ ბაზარზე სულ 1 წელია გამოჩნდა და მისი გაყიდვების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია. სოციალური საწარმო თბილისთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები