მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარკინგის პრობლემის ინოვაციური გადაწყვეტა King David-ისგან

king david
20.11.23 18:00
8999

თბილისის ცენტრში არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი King David-ი დედაქალაქის მოსახლეობისთვის ორ მნიშვნელოვან პრობლემას ინოვაციური გზებით ჭრის. საუბარია მექანიზებულ საპარკინგე სივრცეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩვეულებრივ, ერთი საპარკინგე ადგილი, რაც შეიძლება მეტმა ავტომობილმა აითვისოს.

King David-ის მმართველმა კომპანიამ პარკინგზე მზის პანელებიც დაამონტაჟა, რითაც ქალაქისთვის კიდევ ერთი გამოწვევა, ეკომეგობრული ინოვაციების სიმწირე, ახალი პროექტით შეამსუბუქა.

King David-მა 2-დონიანი მექანიზებული პარკინგის სისტემა ჯერ კიდევ 2019 წელს, საქართველოში პირველად, დანერგა. მას შემდეგ კომპანია საპარკინგე ადგილების რაოდენობის ზრდაზე აქტიურად მუშაობდა და, უკვე რამდენიმე თვეა, 63-ადგილიანი 4-დონიანი სივრცეც შექმნა. ამ საკითხზე BMG-სთან King David-ის მმართველი კომპანია „რეზიდ სერვისის“ დირექტორი, დავით ხარაიძე საუბრობს.

“ყველას მოეხსენება, რომ პარკირების საკითხი დედაქალაქში პრობლემურია. სტუმარი მიდის ამა თუ იმ ლოკაციაზე და მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ ხვდება, რაც დისკომფორტსა და დროის კარგვას იწვევს. King David-ში ეს საკითხი მოწესრიგებულია, მთლიან კომპლექსში 405 საპარკინგე ადგილია და მათი დიდი ნაწილი ბიზნესცენტრის,კომპლექსის მცხოვრებლების და სარელაქსაციო-გასართობი ობიექტის მომხმარებლებს ემსახურება. თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, უშუალოდ გარე სტუმრებისთვის გათვლილი 63-ადგილიანი მექანიზებული პარკინგი დავამონტაჟეთ და ექსპლუატაციაშიც ჩავუშვით.

4-სართულიანი პარკინგი თბილისისთვისაც ინოვაციაა, რადგან ერთი ავტომობილის გასაჩერებელ ადგილზე, საშუალოდ 14 მ²-ზე, შესაძლებელია, პირობითად, 10 ავტომობილი განთავსდეს. ვფიქრობთ, მსგავსი პარკინგის არსებობა ხელს შეუწყობს ქალაქში პარკირების პრობლემის გადაჭრას. ჩვენ შევქმენით მოდელი, რომლის გადაღებაც ნებისმიერ კომპანიას თუ მუნიციპალიტეტს შეუძლია, რადგან ყველა განვითარებულ ქვეყანაში მსგავს სივრცეზე მაღალი მოთხოვნაა”, - ამბობს დავით ხარაიძე.

საპარკინგე სივრცით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, რაშიც მათ დახმარებას პარკინგის თანამშრომლებიც გაუწევენ. რაც შეეხება სერვისით სარგებლობის ღირებულებას, პირველი საათი 3₾-ია, მეორე - 2₾, ხოლო ყოველი მომდევნო საათი 1₾ ღირს.

King David-ის ახლად მოწყობილ პარკინგზე 131 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელებიც დამონტაჟდა, რაც მწვანე ენერგიის გამომუშავებას შეუწყობს ხელს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკომეგობრული, მწვანე ინოვაციების დანერგვა და ამ ნაწილშიც ინოვატორები ვართ. რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი მზის პანელია დამონტაჟებული, თუმცა პირველები ვართ, ვინც მზის პანელები პარკინგის სახურავთან ერთად განათავსა მის ფასადზე. დადგმული სიმძლავრე 131 კილოვატია, რაც, რა თქმა უნდა, მთელი კომპლექსის მოთხოვნას ვერ პასუხობს, თუმცა პარკინგის მუშაობისთვის აბსოლუტურად საკმარისია”, - ამბობს დავით ხარაიძე.

“რეზიდ სერვისი” მწვანე პოლიტიკის გაუმჯობესებაზე სხვა მხრივაც მუშაობს. კომპანია King David-ის საპარკინგე ზონაში ელექტრომობილებისთვის დამტენ სივრცეებსაც მოაწყობს: “უახლოეს მომავალში გვექნება რამდენიმე ავტომობილზე გათვლილი ელექტროდამტენები, რითაც დამატებით წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნვაში”.

King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომელიც საცხოვრებელ სივრცეს, ბიზნეს ცენტრსა და რამდენიმე სარელაქსაციო-გასართობ ობიექტს მოიცავს, ჯამში 221 მექანიზებული პარკინგია მოწყობილი. 63-ადგილიანი პარკინგის მოწყობის საინვესტიციო ღირებულება 743 000 დოლარს აღემატება, მზის პანელების ქსელის მოწყობა კი კომპანიას 86 500 დოლარი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები