მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს.
პაატა კვიჟინაძე დეპუტატი იყო ასევე VIII, IX და X მოწვევის პარლამენტებშიც.
რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სპეციალობა - ვაჭრობის ეკონომიკა).
პარლამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კვიჟინაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- 1993 - 2010 წლები - უცხოეთში პირადი კერძო სამშენებლო ბიზნესის ხელმძღვანელი
- 1991 - 1992 წლები - საჩხერის პრეფექტი
- 1991 - 1991 წლები - საჩხერის პრეფექტის მოადგილე
- 1989 - 1991 წლები - „საქსახაგრომრეწვის“ N1 ტრესტის საჩხერის სარემონტო-სამშენებლო უბანი, უფროსი ბუღალტერი