პარლამენტის წინ აგებული ნაძვის ხის კონსტრუქციაზე კონსტრუქციას მედიის და აქციის მონაწილეები აქციებში დაშავებულთა ფოტოებს ამაგრებენ. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. პროევროპული აქციის 11-ე დღეს პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.
დღეს ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე დაშავებული ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც დღეს დილიდან აგებულ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციებზე, ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტების ფოტოები და მიმართვები დაამაგრეს.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გაიყვანეს ნაძვის ხის მიმდინარე ტერიტორიიდან.