მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია 12:00 საათიდან განახლდება

საია

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. საქმე ის არის, რომ 12:00 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, თუმცა ეს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება.

კიდევ ერთი აქცია კი დღეს, საღამოს 19:00 გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 14 პირი.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმაურის ფონზე ჩატარდა.

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები