ბიუჯეტის მესამე და საბოლოო ვერსია, წინა პროექტთან შედარებით მთავრობის ხარჯებს 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე ზრდის. მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდა 6%-ზე არის დაგეგმილი, რის შედეგად, მშპ-ს ზომამ 65 მილიარდს უნდა მიაღწიოს. სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-სთან ფარდობით 51.1%-მდე მცირდება; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი კი 4.4% იქნება.
უწყებების მიხედვით, დაფინანსება ასე ნაწილდება:
ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 6.09 მილიარდი ლარია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს;
განათლების სამინისტროს დაფინანსებაა 1.68 მილიარდი ლარი;
ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტია 932 მილიონი ლარი;
იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს;
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება იქნება 105 მილიონი ლარი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტია 176 მილიონი ლარი;
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ ლარს;
შსს-ს დაფინანსებაა 865 მილიონი ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია 593 მილიონი ლარი.




























