მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა დღგ-ის ზღვრის 200 000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით რომან გოცირიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

რომან გოცირიძე

პარლამენტმა ევროოპტიმისტების წევრის, რომან გოცირიძის ინიციატივა ჩააგდო. რომან გოცირიძე დღგ-ს ზღვრის 100 000 ლარით გაზრდას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტს კენჭი დღეს უყარა და ჩააგდო. კანონპროექტს 21 მომხრე და 58 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შესულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარი 100 000 ლარია. ინიციატორის განმარტებით, აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების წლიური ინდექსი) გაზრდილია 158%-ით 2004 წელთან შედარებით, როცა ზედა ზღვარი დაწესდა. ეს კი, ნიშნავს, რომ 2004 წლის 100 ათასი ლარის მსყიდველობითუნარიანობა დღევანდელი 258 ათასი ლარის ტოლია. შესაბამისად, ინიციატორები მიიჩნევენ, რომ დღგ-ის ზღვარი 100 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ასეთი ძველი სტანდარტებით დიფერენცირება არ შეესაბამება საქართველოში დასაბეგრ პირთა დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას. კანონპროექტში წერია, რომ აღნიშნული დადებითად აისახება დღგ-ის გადამხდელ პირებზე, რადგანაც ბევრი მათგანი საერთოდ გათავისუფლდება მოცემული გადასახადის გადახდისგან, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია.

ინიციატორების ვარაუდით, წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდებოდა დაახლოებით 120-130 მლნ ლარის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები