მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა

5df2468451a8b
ინგა მურუსიძე
12.12.19 18:18
1028
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა. ოპოზიციის დასწრების გარეშე ჩატარებული ყენჭისყრის შედეგად, მოსამართლეებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

ამასთან, პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს: მაია ვაჩაძე - 90 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა, მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები