მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო

არჩევნები

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დღეს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, 09:00-ზე კენჭისყრა დაიწყო, რომელიც 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროცესს ცესკო უზრუნველყოფს. ხმის მიცემის დაწყებამდე საარჩევნო კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურები ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განუმარტა.

კოლეგიის წევრები ბიულეტენში არსებულ ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს ხაზავენ, შემდეგ კი მას დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

14:00 საათზე, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცესკო სხდომას ჩაატარებს, სადაც შედეგები დაითვლება და გამოცხადდება.

არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ტარდება და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენს.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და არც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობენ.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი. ამასთან, სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული თავისუფლების მოედანზე.

დღეს, "ოცნება" მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევს - როგორია პროცედურები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები