მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა 9-დან 3-მდე მცირდება

5ecd1517e35d1
BM.GE
26.05.20 17:13
929
პარლამენტში, ვიცე-სპიკერების რაოდენობა 9-დან 3-მდე მცირდება, - აღნიშნული ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობა და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის.

„ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით“, - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს 9 მოადგილე ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები