მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან ნაძვის ხეს აწყობენ

ნაძვის ხე

რუსთაველზე ნაძვის ხეს აწყობენ. "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა ნაძვის ხის აწყობა გამთენიისას, მას შემდეგ დაიწყეს, რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

ცნობისთვის, პარასკევს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ნაძვის ხე აუცილებლად დაიდგმებოდა. მისივე თქმით, "კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს".

შეგახსენებთ, პროევროპული აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში რეპრესიული ძალების მხრიდან ძალადობის შედეგად დაშავებულია ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, ჟურნალისტი და ოპერატორი.

გუშინ საღამოს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევაში კონსერვატორიის სიახლოვეს მოხდა და პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები