საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლისკენ მიმავალ გზაზე რუსთაველის გამზირზე ჩაიარა, სადაც პარლამენტში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ. პრეზიდენტს მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები: "სალომე, სალომე!".
"მივდივარ სამსახურში",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მან მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.