მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო

5dd2983eabe1e
თელარა გელანტია
18.11.19 17:17
1459
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვა.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია.

გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა; მათგან 36 პარლამენტარი უშუალოდ პროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები